გია ვოლსკი: მაინტერესებს, ცოტა ხნის წინ, სად იქნებოდა ის ადამიანი, ვინც მაღალჩინოსნის ახლო ნათესავს ბორკილებს დაადებდა

“მაინტერესებს მათი აზრი, სულ ცოტა ხნის წინ, სად იქნებოდა ის ადამიანი, ვინც მაღალჩინოსნის ახლო ნათესავს ბორკილებს დაადებდა ან ეს ბორკილები სად იქნებოდა იმ ადამიანთან მიმართებაში?” – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე – სპიკერმა, გია ვოლსკიმ “ფეისბუქის” პირად გვერდზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწერა.

მისი თქმით, თუ კანონს გადაუდექი და პირად ანგარიშსწორებას მიჰყევი, “ვეღარც გაჩერდები”.

“რამოდენიმე დღეა მთავარ თემად მედიამ ლევან იზორიას ძმასთან დაკავშირებული ინციდენტი შესთავაზა საზოგადოებას. დღესაც მკითხეს, ვუპასუხე კიდეც. მაინტერესებს მათი აზრი, სულ ცოტა ხნის წინ, სად იქნებოდა ის ადამიანი, ვინც მაღალჩინოსნის ახლო ნათესავს ბორკილებს დაადებდა ან ეს ბორკილები სად იქნებოდა იმ ადამიანთან მიმართებაში?
არ გახსოვთ? ერთი მაღალჩინოსნის მეგობარ გოგონას წაეფლირტავა ტელეფონით კონკრეტული პიროვნება და ცემით მოკლეს, პირდაპირი გაგებით. მეორეც ის, რომ ბორკილების დადების საფუძველი არ არსებობდა და რაც მთავარია, ამ ჩანაწერის გამკეთებელი პოლიციელი დიდი ხნის განმავლობაში აგრძელებდა სისტემაში მუშაობას, დაწინაურდა კიდეც და სხვა პოზიციის შეთავაზების გამო გადავიდა კადრების განკარგულებაში. ამის შემდეგ ,,გააძრო’’ 5 წლის წინ ჩაწერილი კადრები, იმ თანმიმდევრობით, რომელიც მას და პარტიას აწყობდა. მისი მეუღლე კი ისევ სისტემაში მუშაობს. ზოგიერთი ბრალდებად გვიყენებს, ლოიალურები ხართო, არადა კანონს თუ გადაუდექი და პირად ანგარიშსწორებას მიყევი, ვეღარც გაჩერდები…”-წერს გია ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები