შიდა ქართლში მცხოვრები 45 დევნილი ოჯახი ბინებს მიიღებს

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია შიდა ქართლის რეგიონში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების განაწილების საკითხს განიხილავს.

გორსა და ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელ ფართს 45 დევნილი ოჯახი, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებს.

კომისია მუშაობას თებერვლის დასაწყისში დაასრულებს, რის შემდეგაც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო შიდა ქართლში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ახალ ბინებს გადასცემს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები