ოკუპირებულმა აფხაზეთმა ენგურზე ზომები გაამკაცრა – მედიკოსები ადგილზე მოქალაქეებს ვირუსზე ამოწმებენ

ენგურის ხიდთან, გალის ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები გრიპზე იმ ადამიანებს ამოწმებენ, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შედიან.

ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფოს მთავარმა ექიმმა, ლიუდმილა სკორიკმა, განაცხადა.

ენგურზე ტემპერატურის უკონტაქტო შემოწმება, გარეგანი დათვალიერება მიმდინარეობს და გრიპის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, ადამიანები დამატებით ფლუოროგრაფიულ გამოკვლევას, ენგურის ხიდთან მოწყობილ ორ მობილურ ლაბორატორიაში გაივლიან.

ამჟამად არ არსებობს ინფორმაცია, რამდენმა ადამიანმა გაიარა გამოკვლევა და რა შედეგით დასრულდა.

სკორიკმა განაცხადა, რომ პრევენციული ზომები 2019 წლის მსგავსად იქნა მიღებული, როდესაც თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ღორის გრიპის შემთხვევები დაფიქსირდა. მისი თქმით, „საქართველოს მხრიდან მსგავსი ღონისძიებები არ ტარდება“.

მისი ინფორმაციით, ფსოუზე რუსეთის „როსპოტრებნადზორის“ ოთხი თანამშრომელია, რომლებიც ვითარების მონიტორინგს ახორციელებენ.

ოკუპირებულ აფხაზეთში 15 იანვრიდან, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციით და გრიპით 184 ბავშვი იქნა ჰოსპიტალიზირებული, მათგან 4-ს გრიპის “ა” და “ბ” შტამები დაუდინდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები