კახა კალაძე კონგრესმენების წერილებზე: სტრატეგიული პარტნიორის კანონმდებლები მეგობარ ქვეყანას ასე არ უნდა ესაუბრებოდნენ
თბილისის მერმა კახა კალაძემ ამერიკელი კონგრესმენების წერილებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორის კანონმდებლები მეგობარ ქვეყანას ასე არ უნდა ესაუბრებოდნენ.
„განცხადებები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ ცდება ყოველგვარი ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას. იცით, რომ ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, შესაბამისად, სტრატეგიული პარტნიორის კანონმდებლები ასე არ უნდა ესაუბრებოდნენ მეგობარ ქვეყანას. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ერთი საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიას. ჯერ კიდევ ჩემი მინისტრობის დროს არსებობდა ეს პრობლემა და ძალიან კარგად ვიცი რას წარმოადგენს ეს კომპანია. მხედველობაში მაქვს „ფრონტერა“. ჩვენ დავიწყეთ საარბიტრაჟო საქმის წარმოება და დარწმუნებული ვარ, კარგად იციან, რომ ისინი აუცილებლად წააგებენ ამ საქმეს, რის გამოც თავიანთი ლობიზმი გააძლიერეს. თუმცა, ჩვენ აუცილებლად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს და აუცილებლად დავიცავთ ჩვენს კომპანიებს, როდესაც მართალი ვართ. ზუსტად ამიტომ არის საქმე არბიტრაჟში, განიხილება და დარწმუნებული ვარ, ნავთობის და გაზის კორპორაცია ამ დავაში გაიმარჯვებს. კატეგორიულად მიუღებელია ეს ტონი და კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ტიპის განცხადებები“, – განაცხადა კალაძემ.