ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ამერიკელები თუ ასე გააგრძელებენ, საქართველოში მხარდაჭერას დაკარგავენ

ამერიკელი, “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენლის კონგრესმენ პიტ ოლსონის მიერ საქართველოს მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ეკონომიკის ექსპერტი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამერიკელები მსგავსი განცხადებებით საქართველოში მხარდაჭერას დაკარგავენ.

“ვლადიმერ პუტინი აკონტროლებს საქართველოს ნავთობს” – განაცხადა მორიგმა ამერიკელმა კონგრესმენმა.
სიგიჟესაც აქვს საზღვარი, მაგრამ ამას ვერ წარმოვიდგენდი, რომ პუტინი წელიწადში კახური სამი კასრი ნავთობით იყო დაინტერესებული.
კახეთია თუ ირანი?
ამერიკელები ესე თუ გააგრძელებენ, დაკარგავენ მხარდაჭერას საქართველოში…
არ მეგონა, რომ ესეთი სისულეეების თქმა შეეძლოთ კონგრესში…”,- წერს მჭედლიშვილი.

ამერიკელმა კონგრესმენმა, შტატების საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილს ვლადიმერ პუტინის მარიონეტი უწოდა. “ვლადიმერ პუტინი ბედნიერია, რომ აკონტროლებს საქართველოს ნავთობს. ეს მარიონეტი – ოლიგარქი ივანიშვილი მდიდრდება ქართველი ხალხის ხარჯზე. გამოღვიძების დროა, როგორც ეს ფოტო აჩვენებს, საქართველოში აქციის მონაწილეებს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. შემომიერთდით, რომ აღვიმაღლოთ ხმა თავისუფლებისა და საქართველოსთვის”,- განაცხადა კონგრესმენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები