მარიამ კუბლაშვილი: პროკურატურას მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის უფლება არ ჰქონდა

პროკურატურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება შეწყდა ოჯახის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი გამოეხმაურა.

ადვოკატის თქმით, პროკურატურას მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის უფლება არ ჰქონდა.

“ფაქტია, რომ სამართლიანი და ეფექტიანი დაცვის უფლება ჩამოერთვა მაჩალიკაშვილების ოჯახს. რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას, ამისი უფლება ფიზიკურად მათ არ ჰქონდათ, რადგან აღნიშნული ინფორმაციები, რომელსაც სპეცრაზმელი საკუთარი თავის გადასარჩენად უთითებს და საკუთარი მოსაზრება ეს არის, თავად სპეცრაზმელის განცხადება, რომ თითქოს თემირლან მაჩალიკაშვილმა რაღაც ხელყუმბარის გახსნა სცადა. სად გვაქვს სხვა ნეიტრალური პირის ჩვენება ან მტკიცებულება, ამაზე არ უმსჯელია და პროკურატურას არ ჰქონდა იმის უფლება, რომ ცალმხრივად, მიკერძოებულად გამოექვეყნებინა სპეცრაზმელის ჩვენება”, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ “სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია, რის გამოც საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები