მაია ცქიტიშვილი: ​გავაგრძელებთ მუშაობას იმ ცალკეულ და ერთ კონგრესმენთანაც კი, რათა მათ რეალური ინფორმაცია მივაწოდოთ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საქართველოს მთავრობისადმი რამდენიმე კონგრესმენის მიერ გამოგზავნილ წერილს ეხმაურება. როგორც მან განაცხადა, საქართველოს აშშ-სთან განსაკუთრებული თანამშრომლობა და მისი დიდი მხარდაჭერა აქვს.

„ჩვენი ოპონენტები აკეთებენ განცხადებებს, რომელიც პირველ რიგში ემსახურება იმ განცდისა და იმ დღის წესრიგის შექმნას, რომელიც აწყობს ოპოზიციას. მათ სურთ, მოსახლეობა დაარწმუნონ, თითქოს საქართველოს მთავრობას შეიძლება პრობლემა შეექმნას თავის უცხოელ სტრატეგიულ პარტნიორებთან. სინამდვილეში თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ აშშ-სთან ნამდვილად გვაქვს განსაკუთრებული თანამშრომლობა, ძალიან დიდი მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა არის ორპარტიული და ეს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობების დონეზე ფიქსირდება. ჩვენთვის ნამდვილად საყურადღებოა თუნდაც ერთეული კონგრესმენების წერილები, თუმცა ეს არამც და არამც არ ნიშნავს, რომ საქართველო ან “ქართული ოცნება”, მმართველი ძალა კარგავს მხარდაჭერას. ყველა ქმედება, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ყოველდღიურ რეჟიმში, ეს იქნება საგარეო ურთიერთობების ნაწილში, თუ შიდა პოლიტიკის ნაწილში, ემსახურება იმ დემოკრატიული პროცესების განვითარებას და იმ ურთიერთობების განვითარებას, რომელიც ჩვენს პარტნიორებთან გვაქვს.
ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმ ცალკეულ და ერთ კონგრესმენთანაც კი, ჩვენ მეგობრებთან, რათა მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები