ნათია თურნავა: ვფიქრობ, ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერებაზე გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს
ვფიქრობ, ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერებაზე გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კორონავირუსის პრევენციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო დაბალი საფრთხის მატარებელ ზონად მიიჩნევა და პანიკის საფუძველი არ არსებობს.
“ვფიქრობ, ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერებაზე გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს. მიუხედავად იმისა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და საქართველო კვლავაც მიჩნეული დაბალი საფრთხის მატარებელ ზონად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება აუცილებელი იქნება იმისთვის, რომ უფრო მშვიდად ვიყოთ”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, ჩინეთში, ხუბეის პროვინციაში მომაკვდინებელ კორონავირუსს უკვე 100 ადამიანი ემსხვერპლა, 2714 დაავადებულია.