თურქეთში კორონავირუსის ეჭვით 12 ადამიანია ჰოსპიტალიზირებული

თურქეთში კორონავირუსის ეჭვით, 10 ჩინელი ტურისტი და თურქეთის ორი მოქალაქეა ჰოსპიტალიზირებული.

ამის შესახებ პროვინცია ასქარაის გუბერნატორმა, ალი მანთიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ერთ-ერთ ტურისტს დაავადების სიპმტომები გამოუვლინდა, უსაფრთხოების მიზნით, მედიკოსებმა კიდევ 9 ადამიანის იზოლირება გადაწყვიტეს, რომლებიც მასთან კონტაქტში იმყოფებოდნენ. ასევე ჰოსპიტალიზირებულია გიდი და ავტობუსის მძღოლი. ტურისტები კაპადოკიაში მოგზაურობდნენ“, – აღნიშნა მანთიმ.

მისი თქმით, პაციენტების ანალიზები ჯანდაცვის სამინისტროშია გაგზავნილი. პასუხის მიღებამდე ისინი ადგილობრივი საავადმყოფოს სპეციალურ ინფექციურ განყოფილებაში დარჩებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები