“ვინმე წარმოიდგენდა, რომ მე და გუბაზ სანიკიძე ერთად დავსხდებოდით, რეებს მეძახდა და მეც არ დამიკლია”

„ვინმე წარმოიდგენდა, რომ მე და გუბაზ სანიკიძე ერთად დავსხდებოდით? რეებს მეძახდა და მეც არ დამიკლია, მაგრამ გუბაზზე მეტად საინტერესო ის იყო, რომ მისი შვილი იჯდა აქ ჩემთან მაგიდასთან, რომელიც თურმე დიდი ხანია, ჩემი მხარდამჭერია და ამის გამო მამასთან კონფლიქტიც კი ჰქონდა, მომეწონა ეს ახალგაზრდა”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკურ ბარ “პარლამეტში” ახალგაზრდების ჯგუფთან “სკაიპით” ჩართვისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჩვენი ლიდერების პრობლემა ის არის, რომ მათ “თავგანწირვა არ აწერიათ სახეზე”.
“ლიდერების შემდგომ უნდა იყვნენ ახალგაზრდები, სრულიად ახალი ხალხი იქნება. არაფერი ისე არ იმარჯვებს, როგორც თავდადება და თავგანწირვა. ხალხი მხოლოდ ასეთ ადამიანებს მიჰყვება – თავდადებულებს. როცა შეგიძლია, რომ უკანმოუხედავად წახვიდე წინ შეტევაზე და არ შეგეშინდეს. ჩვენი ლიდერების პრობლემა რა არის? – თავგანწირვა არ აწერიათ სახეზე. 20 ივნისს ახალგაზრდებმა იბრძოლეს თავგანწირულად და ესაა ლიდერობა სწორედ. გაბედე! აი, გაბედე მაგარი ტერმინია”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები