ადგილობრივი ხელისუფლება ქარელის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

“სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში, ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი  მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

შეხვედრაზე მოსახლეობა მათთვის მნიშვნელოვან პროექტებზე საუბრობს, რომელთა განხორციელება აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით მოხდება.

შეხვედრები გაიმართა ხეობას, ჭანდრების, ქვენაფლავის, ღვლევის, ზ/ხვედურეთისა და ქვ/ხვედურეთის მოსახლეობასთან.

მოსახლეობის გადაწყვეტილებით შეირჩა ისეთი პრიორიტიტული პროექტები, როგორიცაა, გზების მოწესრიგება, სარწყავი არხის მოწყობა, სასმელი წყლის სისტემის  და გარე განათების მოწყობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები