ამირან გამყრელიძე: აღრიცხულია დიდი ჩასახლების ადგილები, სადაც ჩინეთის მოქალაქეები არიან, დაურიგდებათ შესაბამისი საინფორმაციო ბუკლეტები და ჩაუტარდებათ გასაუბრება
დღეს, 15:00 საათზე ქუთაისის სამმართველოს ეპიდომოლოგები ხარაგაულის რაიონში გადიან, სადაც აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლები არიან თავმოყრილი და იქ მათ შესაბამისი საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდებათ და ჩაუტარდებათ გასაუბრება თუა რას უნდა უფრთხილდნენ, – ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
“უკვე აღრიცხული გვაქვს დიდი ჩასახლების ადგილები, სადაც არიან ჩინეთის მოქალაქეები. მოგეხსენებათ, ისინი მუშაობენ აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანზე, რამდენიმე ჰესზე და დღეს, 15:00 საათზე “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ქუთაისის სამმართველოს ეპიდომოლოგები ხარაგაულის რაიონში გადიან, სადაც აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლები არიან თავმოყრილი და იქ მათ დაურიგდებათ შესაბამისი საინფორმაციო ბუკლეტები, ჩაუტარდებათ გასაუბრება რას უნდა უფრთხილდნენ. ამ დაავადების ინკუბაციური პერიოდი არის ხუთიდან 14 დღემდე. ამიტომ, ორი კვირის განმავლობაში ვეუბნებით, რომ თუ გამოჩნდა ეს სიმპტომები: ტემპერატურა, ხველა აუცილებელია გადაუდებლად ექიმის კონსულტაცია”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, ჩინეთში კორონვარუსით გარდაცვლილთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა, ინფიცირებულია 2 700 ადამიანი.