საქართველოს საზღვრიდან 9კმ-ში მიწისძვრა მოხდა

საქართველოს საზღვრიდან 9კმ-ში ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე, წუხელ ღამით მიწისძვრა მოხდა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 4.1 მაგნიტუდს შეადგენდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ზედა სართულებზე იგრძნობოდა. ნგრევა არ დაფიქსირებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები