ხულოში გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
ხულოში, ხელმძღვანელმა პირებმა თოვლის გაწმენდით სამუშაოები დაათვალიერეს.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა მუხრან კაკაბაძემ ხულოში მიმდინარე თოვლის გაწმენდით სამუშაოები სხვადასხვა ლოკაციზაე მოინახულეს და ვითარებას ადგილზე გაეცნენ.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის 50 სოფელში საავტომობილო მოძრაობა სრულადაა აღდგენილი. დარჩენილია მაღალი ზონის სოფლები, სადაც გვიან საღამომდე იმუშაავებს ტექნიკა და ხვალ დღის ბოლომდე ყველა სოფელთან მისასვლელი გზა სრულად იქნება აღდგენილი. ამ წუთებში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ლოკაციაზე 20 ერთეული ტექნიკა აწარმოებს გაწმენდით სამუშაოებს. ელექტროენერგია სრული დატვირთვით მიეწოდება მუნიციპალიტეტის ყველა აბონენტს.