ზუგდიდში 60 წელს გადაცილებული მამაკაცი 22 წლის შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს
ზუგდიდში, 60 წელს გადაცილებულმა მამაკაცმა 22 წლის შშმ პირი გააუპატიურა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გასული წლის მაისში მოხდა და მამაკაცი მეზობლის გაუპატიურების ბრალდებით წუხელ დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1955 წელს დაბადებული 1 პირი დააკავა, რომელიც ბრალდებულია სსკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. სავარაუდო მსხვერპლისა და ბრალდებულის ახლობლების დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით, პოლიციამ პრევენციული ღონისძიებები გაატარა. ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 3 პირი.