ბექა დავითულიანი: ხაბეიშვილმა იაროს, იყეფოს რამდენიც უნდა, საზოგადოებას ბოდიშს ვუხდით დღევანდელი დღისთვის

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა დღეს საკრებულოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

როგორც მან განაცხადა, ოპოზიციონერი დეპუტატი ირაკლი ხაბეიშვილი უკვე დიდი ხანია, რაც ამ შედეგისთვის იბრძვის.

“ხაბეიშვილმა იაროს, იყეფოს რამდენიც უნდა, საზოგადოებას ბოდიშს ვუხდით დღევანდელი დღისთვის. ადამიანები ვართ, ზოგი სიტყვიერად ვაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას, ზოგი კი ფიზიკურად. ორი წელია ეს ადამიანი ყველაფერს შვება იმისათვის, რომ აქამდე მიიყვანოს ხალხი. მე რომ ვინმეს, იდიოტს, “ფარჩაკს” და “არაადამიანს” დავუძახებ, ფაქტია, რომ მისგან უნდა ველოდო მსგავს პასუხს. ამას, რა თქმა უნდა, გამართლება არ აქვს, მაგრამ ხანდახან ხდება გაუმართლებელი რაღაცები”, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

​ცნობისათვის, დღეს თბილისის საკრებულოში სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე ხმაური იყო. სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც “ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები