აქცია-პერფორმანსი ბათუმში – აქტივისტებმა იუსტიციის სახლის კარს წითელი ყელსახვევები შეაბეს

ბათუმში “ალტერნატივას” წევრებმა იუსტიციის სახლთან წითელი ყელსახვევები მიიტანეს და კარის სახელურებსა და კიბის მოაჯირებზე შეაბეს. მათი თმით, მიუღებელია ის განცხადება, რაც ბოლო დროს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ნინო ლომჯარიას მისამართით გააჟღერა. პროტესტის ნიშნად მონაწილეები აქციაზე დახეული ჯინსებით მივიდნენ.
,,ის, რომ თეა წულუკიანი საბჭოთა კავშირის გადმონაშთია, არ არის გასაკვირი რომ ,,ჯინსების თაობას“ ებრძვის, წითელი ყელსახვევები მოვუტანეთ იმის ნიშნად, რომ შეუძლია თამამად ატაროს და იამაყოს ამით. ხოლო თავისუფალი ხალხი იმას ჩაიცვამს რაც სურს. სწორედ ამიტომ მოვედით აქ დახეული ჯინსებით, როგორც ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები“, -განაცხადა “ალტერნატივას” წევრმა ხათუნა ბერიძემ.
ცნობისთვის, თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათ დაცვის კომიტეტის სხდომაზე, ომბუცმენ ნინო ლომჯარიას მიმართა და მოუწოდა, რომ ციხეში ისეთი თანამშრომელი არ გაეგზავნა, რომელსაც დახეული ჯინსი ეცმებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები