ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში თამარ ლომიძის მესამე პერსონალური გამოფენა გაიხსნება (ფოტორეპორტაჟი)

22 იანვარს, საქართველოს დროით 21:00 საათზე, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, პრესტიჟულ გალერეა Albin Upp-ში, თამარ ლომიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ თავად თამარ ლომიძემ განუცხადა, ეს მისი მე-3 პერსონალური გამოფენაა ნორვეგიაში. გალერეაში 32 ნამუშევარი გამოიფინება.
„ერთი ნახატი ისე დავდე, ვეღარ დაეტია. ძალიან ბევრი ხალხი მოდის და აღნიშნავენ, რომ სხვადასხვა ტექნიკაა გამოყენებული და ასეთი ფერები მხატვრისგან იშვიათია, რადგან, ძირითადად, ერთ სტილში მუშაობენო… ძალიან მოსწონთ ყველა ნამუშევარი.
გვაქვს ქართული ტკბილეული და ღვინო, ასევე, რასაკვირველია, სიმღერა ჩოხებით – პეტერ სიმონსენის და სვენდ ვოგეს მონაწილეობით.
გამოფენის განმავლობაში 2 დღე გამოვყავით ლექციისთვის. დაინტერესებულებს ქართულ ფოლკლორზე, კულტურაზე და საქართველოზე უნდა ვესაუბროთ“, – ამბობს თამარ ლომიძე.
გამოფენას  საქართველოს საგანგებო და  სრულუფლებიანი ელჩი ნორვეგიის სამეფოში მაია ყიფშიძე გახსნის. გამოფენა 2 თებერვლამდე გაგრძელდება.
პრესტიჟული გალერეა Albin Upp ოსლოს ცენტრში, მეფის სასახლესთან მდებარეობს.


კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები