ხულოში, მერიის წარმომადგენლებთან და დიდაჭარის მოსახლეობასთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა
ხულოს მერიის სააქტო დარბაზში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერიის წარმომადგენლებთან და დიდაჭარის მოსახლეობასთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა.
ხულოს მერიის ინფორმაციით, შპს “აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენლებმა აუდიტორიას კაშხლის ოპერირების პერიოდში ზედა და ქვედა ბიეფში მისაღები უსაფრთხოების ზომები გააცნეს.
მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრები ხულოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლაში მასწავლებლებსა და მოსწავლეებთანაც გაიმართება.