ქობულეთში გზების რეაბილიტაციისთვის 11 638 500 ლარი გამოიყოფა

2020 წელს ქობულეთში გზების რეაბილიტაციისთვის აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 11 638 500 ლარი გამოიყოფა. ახალი ხიდების მშენებლობისთვის დეპარტამენტის მიერ 213 700 ლარის დახარჯვა იგეგმება.

მუნიციპალიტეტში საყრდენი კედლების მოსაწყობად, ბიუჯეტიდან 775,150 ლარია გამოყოფილი. დამცავი ნაგებობების და წყალარინებისთვის კი აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს 650,000 ლარი აქვს გათვალისწინებული.

2019 წელს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტისათვის დაახლოებით 12,5 ლარი იყო გათვალისწინებული. საავტომობილო გზებზე 15,7 კმ. სიგრძის ასფალტობეტონის საფარი და  24 კმ. სიგრძის ბეტონის საფარი მოეწყო. ასევე, აშენდა 8 ახალი ხიდი და 45 ხელოვნური ნაგებობა.

ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში სამუშაოები 6 ადგილას მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები