ქეთევან ციხელაშვილი: ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, შესაძლებლობა გვექნება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე ვისაუბროთ
ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, შესაძლებლობა გვექნება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე ვისაუბროთ, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის გამართვამდე, შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან გაიმართება.
“გაიმართება შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, შემდეგ ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, შესაძლებლობა გვექნება ვისაუბროთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, მიმდინარე გამოწვევებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რომ ბევრი დეტალი განვიხილოთ. ეს გახლავთ ჩვენი პარტნიორების მუდმივი წარმომადგენლობები ნატო-ში და რა თქმა უნდა, ამოცანა გახლავთ ის, რომ ჩვენ გვქონდეს როგორც ნატო-ს, ისე მისი წევრი თითოეული სახელმწიფოს მხარდაჭერა”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.