კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება – ვირუსის ერთი შემთხვევა აშშ-იც გამოვლინდა
ჩინეთში გავრცელებული დაუდგენელი, მომაკვდინებელი კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ქვეყნის ჰიგიენისა და ჯანმრთელობის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელმა ლი ბინმა განაცხადა.
მისი თქმით, დაავადებულთა საერთო რაოდენობა 440 ადამიანს შეადგენს.
აქამდე, 324 დაავადებულსა და 6 გარდაცვლილზე ვრცელდებოდა ინფორმაცია.
დღეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, კორონავირუს 2019-nCoV-თან დაკავშირებით, საგანგებო სხდომას გამართავს, რომლის დროს ვირუსთან ბრძოლის რეკომენდაციებს შეიმუშავებს.
ვირუსი, რომელიც ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის, ადამიანიდან ადამიანზე, ჩინეთის ფარგლებს გარეთაც გავრცელდა: სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და ტაილანდში, თუმცა 21 იანვარს გახდა ცნობილი, რომ ვირუსის ერთი შემთხვევა აშშ-შიც დაფიქსირდა.
დაუდგენელი ვირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაცია, ჩინეთის მთავრობამ, 2019 წლის დეკემბერში გაავრცელა. დაავადებულებს ხშირი კონტაქტი ჰქონდათ ზღვის პროდუქტებთან. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი მიზეზი იყო კორონავირუსის ახალი ტიპი 2019-nCoV.
კორონავირუსების ოჯახს 30-ზე მეტი ვირუსი აერთიანებს. დაავადება ვრცელდება ადამიანებზე, შინაურ ცხოველებზე, ფრინველებზე, ღორებზე, პირუტყვზე. კორონავირუსი აზიანებს სასუნთქ, ნერვულ სისტემას, და კუჭ-ნაწლავს ტრაქტს.