“ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი უფრო და უფრო იზოლირებული და გასამხედროებული ხდება, რუსეთის სამხედრო პერსონალის რაოდენობა 10 000-მდეა გაზრდილი”
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ყოველწიურად 130 სამხედრო წვრთნის ჩატარებამ ოკუპირებული ტერიტორიები და განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთი დიდ სამხედრო ბაზად აქცია.
მინისტრის თქმითვე, ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი უფრო და უფრო იზოლირებული და გასამხედროებული ხდება.
„ყოველწიურად 130 სამხედრო წვრთნის ჩატარებამ ოკუპირებული ტერიტორიები და განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთი დიდ სამხედრო ბაზად აქცია. ჩვენ გაყინულ კონფლიქტებთან არ გვაქვს საქმე. სიტუაცია იქ სტატიკური არ არის და დინამიურია ნეგატიურ კონტექსტში, როცა საქმე უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ საკითხებს ეხება. ორივე, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი უფრო და უფრო იზოლირებული და გასამხედროებული ხდება. რუსეთის სამხედრო პერსონალის რაოდენობა 10 000-მდეა გაზრდილი. 300 000 ადამიანს, რომელიც დევნილობაშია უარს ეუბნებიან საკუთარ სახლში დაბრუნებაზე, ხოლო იქ დარჩენილი ადამიანები განვითარების მცირე პერსპექტივის წინაშე დგანან. საოკუპაციო რეჟიმს არ ერიდება და ულტიმატუმის ენით საუბრობენ, ითხოვენ, რა ქართული პოლიციის საგუშაგოს აღებას. ეს ვითარება განსაკუთრებით მძიმეა იმ ახალგორისთვის, რომელიც ქართული მოსახლეობით არის დასახლებული. ისინი სრულ იზოლაციასა და ჰუმანიტარულ კრიზისში იმყოფებიან… ჩვენ დავკარგეთ რამდენიმე ადამიანი, რომელთაც გადაუდებელი სამედიცინო საჭიროების მიუხედავად უარი ეთქვათ თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლაზე. დღეს მე ახალგორელების სახელით ვსაუბრობ, გზა დაუყოვნებლივ უნდა იყოს გახსნილი”,- განაცხადა ციხელაშვილმა.