სოფელ ზემო ნიქოზში შიდა გზების რეაბილიტაცია განხორციელდება

2020 წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ზემო ნიქოზში შიდა გზების რეაბილიტაცია განხორციელდება.

პროექტი, რომელსაც 16 000 ლარი მოხმარდება, ადგილობრივებმა ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს. შეხვედრას მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2020“ – ის ფარგლებში პროექტების შერჩევა ზემო ნიქოზიდან დაიწყო. გარდა ზემო ნიქოზისა, დღეს საერთო კრებები კიდევ 4 სოფელში ტარდება. მოსახლეობასთან შეხვედრები იანვარსა და თებერვალში მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ეტაპობრივად გაიმართება.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. ქვეყნის მუნიციპალიტეტების სოფლებში, 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტისთვის მიმდინარე წელს 1 596 000 ლარია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები