რომან გოცირიძე: პარლამენტის პიკეტირება 4 თებერვლიდან განახლდება

“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, პარლამენტის პიკეტირება 4 თებერვლიდან განახლდება.

მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” ორი ალტერნატივა აქვს ან დათმობაზე წავიდნენ, ან არჩევნებამდე ჩამოშლილები მივიდნენ.

“ერთადერთი, რაც მათ ესმით, ძალაა. ამიტომ, ეს ძალა გამოყენებული იქნება და ხალხის ნებას ვაჩვენებთ. სახელმწიფი უწყებების პიკეტირება მოხდება და 4 თებერვლიდან პარლამენტის პიკეტი განახლდება. ეს იქამდე გაგრძელდება, ვიდრე “ქართული ოცნება“ დანაპირებს არ შეასრულებს. ამ პროტესტის ფონზე არჩევნებამდე ჩამოშლილები მივლენ. მათ ორი ალტერნატივა აქვთ – ან დათმობაზე წავიდნენ, ან არჩევნებამდე ჩამოშლილები მივიდნენ”, – განაცხადა გოცირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები