კარლ ჰარცელი: სასურველია ისეთი საარჩევნო სისტემის მიღება, რომელიც გარემოს დეპოლარიზაციას ეცდება და ნდობას განამტკიცებს
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ სასურველია ისეთი საარჩევნო სისტემის მიღება, რომელიც გარემოს დეპოლარიზაციას ეცდება და ნდობას განამტკიცებს.
მისივე თქმით, ოპოზიცია და ხელისუფლება დიალოგის გაგრძელებაზე თანხმდებიან, რაც მისასალმებელია.
“ოპოზიცია და ხელისუფლება თანხმდება დიალოგის გაგრძელებაზე, რასაც მივესალმები. მთავარია, მოვახერხოთ წინ წასვლა და ვიპოვოთ ისეთი შედეგი, რომელზეც შეთანხმება შესაძლებელია. ჩვენ ვცდილობთ მოვახდინოთ იდენტიფიცირება იმ თემების, რომელზეც შესაძლებელია კომპრომისის მიღწევა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბრიუსელისა და ბევრი ევროპული დედაქალაქის პერსპეტივიდან, დეპოლარიზაცია ჩვენთვის არის დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. სასურველია ისეთი საარჩევნო სისტემის მიღება, რომელიც გარემოს დეპოლარიზაციას ეცდება და ნდობას განამტკიცებს”, – განმარტა ჰარცელმა.