ელიზაბეთ რუდი: ყველა მექანიზმი უნდა იყოს ბოლომდე გამოყენებული, რომ რუსეთმა შეასრულოს ვალდებულებები

ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბეთ რუდის განცხადებით საოკუპაციო რეჟიმის მიერ გადმოწეული ხაზი, ჟენევის ფორმატზე აუცილებლად უნდა იყოს განხილვის თემა.

ელიზაბეთ რუდი იმედოვნებს, რომ საერთაშორისო დისკუსიები პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს.

“ჩვენ შეშფოთებულები ვართ გაუარესებულ მდგომარეობაზე საოკუპაციო ხაზთან. ყველა მექანიზმი უნდა იყოს ბოლომდე გამოყენებული,მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომ რუსეთმა შეასრულოს ვალდებულებები.

ღრმად ვართ შეშფოთებული იმ განვითარებული მოვლენებით, რაც ხდება საოკუპაციო ხაზთან. განსაკუთრებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მათ შორის ჩორჩანასთან, როდესაც საოკუპაციო რეჟიმმა გადმოწია ხაზი თბილისის მიერ ადმინისტრირებად ტერიტორიაზე, ჟენევის ფორმატი, იმისათვისაა რომ ეს საკითხები იქნას მოგვარებული.

აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება,” – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები