ჰავაის კუნძულზე სროლის შედეგად ორი სამართალდამცველი დაიღუპა – ბოროტმოქმედმა რამდენიმე შენობა გადაწვა
ჰავაის კუნძულზე, ქალაქ ჰონოლულუში სროლის შედეგად, სულ მცირე, ორი სამართალდამცველი დაიღუპა.
Hawaii News Now-ს პოლიციაში წყარომ განუცხადა, რომ ამ ეტაპზე უცნობია, რამ გამოწვია სროლა.
ეჭვმიტანილს, სავარაუდოდ, ნაქირავები სახლი დაატოვებინეს, ამის შემდეგ მან სახლის მეპატრონე დანით დაჭრა, ადგილზე მისული პოლიციის მისამართით კი, ცეცხლი გახსნა.
პოლიციელები მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სროლის შემდეგ, მამაკაცმა სახლიც დაწვა. ცეცხლის ალი გვერდით მდგომ შენობებს და ავტომობილებსაც გადაედო.
ამ ეტაპზე უცნობია არის თუ არა მამაკაცი დაკავებული, ან ლიკვიდირებული.