იტალიაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

0

იტალიაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. იტალიური მედიის ინფორმაციით, 20 წლის მამაკაცს 14 იანვარს მიგრანტთა თავშესაფარში ჩხუბი მოუვიდა, მძიმე დაზიანებების გამო ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც რამდენიმე დღეში საპატიმროში დააბრუნეს. ციხეში მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა და კვლავ საავადმყოფოში დააბრუნეს, სადაც გარდაიცვალა.

როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარის შესახებ იტალიაში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია.

“საკონსულო საქმის კურსშია მომხდარის შესახებ. მიღებულია ოფიციალური შეტყობინება, რომ წინასწარი მონაცემებით, მოქალაქე გარდაიცვალა გულის შეტევით და მომავალ კვირაში ჩატარდება ექსპერტიზა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება”,- განაცხადეს უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი