მარტვილში, მდინარე წაჩხურაში განბანვის რიტუალი შესრულდა

ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, მარტვილში მდინარე წაჩხურაში განბანვის რიტუალი შესრულდა. ჭყონდიდის ეპარქიაში განბანვის რიტუალს ნათლისღების დღეს, 19 იანვარს ასრულებენ, რიტუალის დაწყებამდე სასულიერო პირები ლოცვას აღავლენენ და წყალს აკურთებენ.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 19 იანვარს ნათლისღებას აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოში საზეიმო წირვა–ლოცვა ტარდება. მართლმადიდებლური სამყაროსათვის ნათლისღება ერთ-ერთი უმთავრესი ქრისტიანული დღესასწაულია. სახარების თანახმად, ამ დღეს იოანე ნათლსიმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე მონათლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები