გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – არიან დაშავებულები

გორში ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. 50 წლამდე ქალს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

დაჯახების შედეგად, ქალმა მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ  გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

,,რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ამ დროისთვის, მძღოლი იდენტიფიცირებულია.
შსს-ს ცნობით,  საქმის გამოძიება სსკ-ის  276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები