ბათუმში ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად წარდგენა გააპროტესტეს

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ალტერნატივამ“ ბათუმში საპროტესტო აქცია გამართა. მონაწილეები ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად წარდგენას აპროტესტებენ. ამბობენ, რომ მისი პროკურორობის პერიოდში ყველა ის გახმაურებული კრიმინალური საქმეები დარჩა გამოუძიებელი, როგორებიცაა თემირლან მაჩალიკაშვილის, დავით სარალიძისა და დადუნაშვილის მკვლელობის ფაქტები.
,,ვაპროტესტებთ შოთაძის გენერალურ პროკურორად წარდგენას, მისი პროკურორობის პერიოდში შვილმოკლულმა მამებმა ვერ დაინახეს სამართალი. დღემდე გამოუძიებელია მათი შვილების მკვლელობის ფაქტები. არაფერი შეცვლილა მისი პროკურორობიდან დღემდე და მოკლულთა მამები სამართლის ძიებაში ისევ ქუჩაში დგანან“, – თქვა ხათუნა ბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა გუშინ, 17 იანვარს დასრულდა. ვაკანტურ თანამდებობის დაკავების სურვილი 17-მა კანდიდატმა გამოთქვა. რეგლამენტის მიხედვით, საპროკურორო საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. კანდიდატების წარდგინება და მათი მონაცემები ხელმისაწვდომია   საპროკურორო საბჭოს საიტზე − http://pc.gov.ge.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები