რუსეთი ნატოს და აშშ-ს საქართველოსთან სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავებისთვის აფრთხილებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, განცხადებით, სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის, უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა, ნატოს მიერ საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური „ათვისებაა“.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ პასუხშია ნათქვამი, რომელიც უწყებამ მედიის წარმომადგენლებისგან გასული წლის შეჯამებასთან დაკავშირებით მიიღო.

„სამხრეთ კავკასიაში რეგიონული უსაფრთხოებისა და დაძაბულობის ესკალაციის რეალურ საფრთხედ, ნატოს მიერ საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ „ათვისებას“ მივიჩნევთ. ვაკვირდებით, ალიანსის და ვაშინგტონის მხრიდან, საქართველოსთან პოლიტიკური და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გაძლიერებას. იმედს ვიტოვებთ, რომ აშშ-სა და ნატოში ჩვენს გაფრთხილებებს სერიოზულად მოეკიდებიან და შეწყვეტენ, რუსეთთან დაპირისპირებისკენ თბილისის წაქეზებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები