სერგეი ლავროვი: ივნისში ქართველი რადიკალების მიერ მოწყობილმა პროვოკაციამ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზების პროცესზე, რომელიც 2012 წლიდან მიმდინარეობს, 2019 წლის ივნისში ქართველი რადიკალების მიერ მოწყობილმა პროვოკაციამ, ნეგატიური გავლენა მოახდინა.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ საკითხებშია ნათქვამი, რომელიც სერგეი ლავროვის პრესკონფერენცისთვის იყო მომზადებული.

„დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, რუსეთი საქართველოსთვის ნომერ მეორე საგარეო სავაჭრო პარტნიორად რჩება, ასევე მისი პროდუქციის მთავარი იმპორტიორი. 2019 წლის 10 თვის მონაცემით, ტვირთბრუნვამ 1,1 მლდ დოლარი შეადგინა.

სამწუხაროდ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზების პროცესზე, რომელიც 2012 წლიდან მიმდინარეობს, 2019 წლის ივნისში ქართველი რადიკალების მიერ მოწყობილმა პროვოკაციამ, ნეგატიური გავლენა მოახდინა, რომლის საპასუხოდ ჩვენ, იძულებული გავხდით, დროებით შეგვეჩერებინა ავიამიმოსვლა რუსეთ-საქართველოს შორის. იმედს ვიტოვებთ, რომ მომხდარი თბილისისთვის გაკვეთილი იქნება.

გაეროს 74- ე სესიის ფარგლებში, 12 წლის განმავლობაში პირველად, შეხვედრა შედგა რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობაზე გულახდილი საუბარი გამართეს. თუმცა, ცოტათი იმედგაცრუებული დავრჩით, საუბრის შედეგების შემდგომი კომენტარებით, რომლებიც თბილისში კეთდებოდა.

ჩვენი მხრიდან რჩევა უცვლელი დაინტერესება ორმხრივი ურთიერთობების თანმიმდევრული ნორმალიზების“, – აᲦნიᲨნა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები