არჩილ თალაკვაძე NDI-ს კვლევებზე: მე არჩევნების შედეგებს და მოქალაქეებს ვენდობი

“მე არჩევნების შედეგებს ვენდობი და ვენდობი მოქალაქეებს, მათ არჩევანს და ჩვენი მხარდამჭერების გადაწყვეტილებას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ “ენდიაის” კვლევების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, იმ პროცესებიდან გამომდინარე, რაც ბოლო დროს პარლამენტში განვითარდა არაა გასაკვირი, რომ ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოებას კრიტიკული დამოკიდებულება აქვს.

„რაც შეეხება ინსტიტუტებთან დაკავშირებულ რეიტინგებს, კონკრეტულად პარლამენტთან დაკავშირებით, რომ გიპასუხოთ. ოპოზიციის ერთი ნაწილი ძალადობრივ შეტევას ახორციელებს პარლამენტზე, მეორე ნაწილი სხდომებში არ მონაწილეობს და საკანონმდებლო პროცესს ემიჯნება, მესამე ნაწილი ქიმიურ ნივთიერებებს ასხამს დარბაზში სხდომების ჩასაშლელად. არ უნდა გვიკვირდეს, რომ ჩვენს საზოგადოებას კრიტიკული დამოკიდებულება აქვს სწორედ ასეთი საპარლამენტო პროცესის მიმართ. მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, განსაკუთრებით ოპოზიციიდან, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე იფიქრონ. იფიქრონ, რომ პარლამენტი მათ შორის ისინიც ხელფასს იღებენ იმაში, რომ საზოგადოებას ემსახურებოდნენ და მონაწილეობდნენ კანონშემოქმედებით და ზედამხედველობის პროცესში. მე არჩევნების შედეგებს ვენდობი და ვენდობი მათ მოქალაქეებს, მათ არჩევანს და ჩვენი მხარდამჭერების გადაწყვეტილებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები