გიორგი გახარია: სამწუხაროდ, იმის მაგივრად, რომ სხვადასხვა კვლევა გარკვეული დასკვნების და ანალიზის საფუძველი გახდეს, ჩვეულებრივად პოლიტიკური პროცესის ნაწილი გახდა
“გულწრფელად ვამბობ, სამწუხაროდ, იმის მაგივრად, რომ სხვადასხვა სახის კვლევები გახდეს გარკვეული დასკვნების და ანალიზის საფუძველი, ეს ჩვეულებრივად პოლიტიკური პროცესის ნაწილი გახდა”, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას NDI-ის კვლევებთან დაკავშირებით.
„ამიტომ, ამ კვლევებთან დაკავშირებით არაფრის თქმა შემიძლია გარდა იმისა, რომ საბოლოო განაჩენს მაინც ამომრჩეველი გამოიტანს და დაველოდოთ არჩევნებს”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.