მაღალმთიან აჭარაში გზები თოვლის საფარისგან სრულად გაიწმინდა
მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარისგან გზების წმენდა დასრულებულია. ქედა, შუახევსა და ხულოში მძიმე ტექნიკა სამი დღის განმავლობაში მუშაობდა. მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარი 50 -დან 100 სანტიმეტრამდე აღწევდა. გზებზე ასევე ყინვის საწინააღმდეგო ღონისძიებებიც ჩატარდა.
სამივე მუნიციპალიტეტში გადაადგილება შეუფერხებლად მიმდინარეობს. სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ასრულებდა.