მოხვდება თუ არა სერგეი ლავროვი რუსეთის მთავრობის ახალ შემადგენლობაში
რუსეთის მთავრობა, სრული შემადგენლობით, 15 იანვარს მას შემდეგ გადადგა, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა ფედერაციის საკრებულოსადმი მიმართვაში, კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა, რომლებიც პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტსაც შეეხება.
მოგვიანებით, პუტინმა ქვეყნის მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე, დუმას, საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელის, მიხეილ მიშუტინის კანდიდატურა წარუდგინა.
ახალი მთავრობის ფორმირებამდე, გადამდგარი მთავრობის წევრები მოვალეობის შემსრულებლებად ითვლებიან.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მედიის კითხვაზე, მოხვდება თუ არა ის ახალ მთავრობაში, თქვა, რომ „საკუთარ უფლებამოსილებას ყოველთვის პატიოსნად ასრულებდა და ამის გაკეთებას ამჟამადაც აგრძელებს“.
„ამ წლების განმავლობაში, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, თანამდებობებს უბრალოდ კი არ ვიკავებდი, არამედ ჩემს უფლებამოსილებებს პატიოსნად ვასრულებდი, ამის გაკეთებას ვაგრძელებ ამჟამადაც“,-განაცხადა ლავროვმა.
მიშუტინის კანდიდატურას კენჭი, რუსეთის დუმაში დღეს უნდა უყარონ.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, პირს სახელმწიფო უწყებაში მუშაობის უფლება 70-წლამდე აქვს. სერგეი ლავროვი 1950 წლის 21 მარტს დაიბადა, 2020 წლის 21 მარტს კი, მას სწორედ 70 წელი უსრულდება.