იდლიბში, რუსეთისა და ასადის სამთავრობო ჯარების იერიშის შედეგად, სულ მცირე, 18 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
სირიის ქალაქ იდლიბში, რუსეთის და პრეზიდენტ ბაშარ ასადის სამთავრობო ჯარების ავიაიერიშებს, სულ მცირე, 18 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, იტყობინება BBC.
ბრიტანეთში მდებარე სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ განაცხადა, რომ 15 იანვარს საჰაერო დარტყმები ხალხმრავალ აგრარულ ბაზარზე, ალ-ჰალზე, იქნა მიტანილი.
უფლებადამცველების ინფორმაციით, დაშავებულთა შორის ბავშვები და მაშველებიც არიან.
სირიის ოპოზიციური საინფორმაციო სააგენტო Step იტყობინება, რომ იერიშები იდლიბის გარდა, სხვა რაიონებზეც იქნა მიტანილი.
ამ ეტაპზე, მომხდარზე კომენტარი არც რუსეთში და არც სირიაში გაკეთებულა.