NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე ცუდად პარლამენტის და სასამართლოს საქმიანობას აფასებს

“ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა, ინსტიტუტებს შორის ყველაზე ცუდად პარლამენტის საქმიანობას აფასებს. კერძოდ, NDI-ის კვლევის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა რესპონდენტთა 40 %-მა უარყოფითად შეაფასა.

კვლევის თანახმად, პარლამენტის საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 1 % აფასებს. კარგად – 8%, საშუალოდ – 27 %, ძალიან ცუდად 17%.

ინსტიტუტების საქმიანობის შეფასებისას, პარლამენტის შემდეგ მოსახლეობა ცუდად აფასებს სასამართლოს მუშაობას. კერძოდ, გამოკითხული მოსახლეობის 31 % ამბობს, რომ სასამართლოები ცუდად მუშაობს, 14%-ის აზრით სასამართლო ძალიან ცუდად მუშაობს, 29%-ის შეფასებით – საშუალოდ, 9%-კარგად, 1%- ძალიან კარგად.

ცნობისთვის, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარუდგინა. პრეზენტაციაზე ქვეყნის განვითარების კურსთან, დემოკრატიის განვითარებასთან, მთავრობის და ინსტიტუტების საქმიანობასთან, პარტიებთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული მიგნებები იყო წარმოდგენილი.

კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. სულ პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 2 180 პირი გამოკითხეს.

საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,9%-ია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები