სამტრედიაში მრავალშვილიან 2 ოჯახს კახა კალაძემ ბინები გადასცა
სამტრედიაში მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ 2 ოჯახს კახა კალაძის ინიციატივით საჩუქრად ბინები გადაეცა. ოჯახებისთვის ბინების გადაცემა კალაძის ფინანსური მხარდაჭერით მუნიციპალიტეტის მთავარ ნაძვის ხესთან გამართულ საახალწლო კონცერტზე მოხდა. კონცერტში ცნობილი ქართველი შემსრულებლები მონაწილეობდნენ.
სამტრედიაში კახა კალაძის მხარდამჭერით საახალწლო კონცერტის გამართვა და გაჭირვებული ოჯახებისათვის საცხოვრებლების ფართების გადაცემა წლებია ტრადიციაა.