ირაკლი ბერაია: თუ ფრენები აღდგა, თავისთავად, ეს იქნება დადებითი მოვლენა

ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლების ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ვლადიკავკაზსა და თბილისს შორის ავიარეისები დაინიშნოს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ფრენების დანიშვნა დადებითი მოვლენა იქნება.

“თუ ფრენები აღდგა, რა თქმა უნდა, ეს არის დადებითი მოვლენა, იმიტომ რომ მოქალაქეებს მისცემს გადაადგილების შესაძლებლობას. ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს რუსეთის ფედერაციამ და არა ვლადიკავკაზმა. თუ ფრენები აღდგა, რა თქმა უნდა, ეს არის შემდეგ უკვე შესაბამისი კომპანიების გადასაწყვეტი, რომელი ქალაქებიდან განახორციელებენ ფრენებს. მნიშვნელობა არ აქვს, ეს სამარა იქნება თუ ვლადიკავკაზი, თუ ფრენები აღდგა, თავისთავად, ეს იქნება დადებითი მოვლენა,“ – განაცხადა ბერაიამ.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლება ვლადიკავკაზსა და თბილისს შორის ავიარეისების დანიშვნის ინიციატივით გამოდის. როგორც რუსული მედია წერს, ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის მრეწველობისა და ტრანსპორტის მინისტრმა, ჰაიდარ-ბეკ ბუტოვმა განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები