იმერეთში სახელმწიფო რწუნებულმა თეატრალებს ქართული თეატრის დღე მიულოცა
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ თეატრალებს ქართული თეატრის დღე მიულოცა. მისი თქმით, ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ეკავა თეატრს.
“სრულიად ქართულ თეატრალურ საზოგადოებას ვულოცავ ქართული თეატრის დღეს. 170 წლის განმავლობაში მან განვითარების მრავალფეროვანი გზა გაიარა და არაერთი აღიარება მოიპოვა.
ქართულ თეატრს ყოველთვის განსაკუთრებული დანიშნულება და როლი ჰქონდა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში, ყოველთვის ამბობდა თავის სათქმელს სირთულეების და გამოწვევების მიუხედავად.
იმერეთსა და საქართველოში მოქმედ ყველა სახელმწიფო, სახალხო და კერძო თეატრს, ყველა ღვაწლმოსილ თეატრალს და აღიარებულ მოღვაწეს, ახალგაზრდა თაობას, ვუსურვებ საინტერესო და სისხლსავსე შემოქმედებით ცხოვრებას, მაყურებლის სიმრავლეს, სიყვარულს და ოვაციებს”, – ნათქვამია ზვიად შალამბერიძის განცხადებაში.