ირანის პრეზიდენტმა პენტაგონი და აშშ-ის არმია ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა

ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ პენტაგონი და აშშ-ის არმია ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა.

აღნიშნული კანონი ირანის პარლამენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც ბაღდადში ამერიკელმა სამხედროებმა ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკლეს. კანონის თანახმად, ტერორისტად ითვლება ყველა, ვინც სოლეიმანის მკვლელობაში მონაწილეობა მიიღო.

შეგახსენებთ, 3 იანვარს აშშ-მა ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც სხვა სამხედრო პირებთან ერთად ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანი დაიღუპა. ის ირანის არმიის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის მოადგილე და „ქუდისი ძალების“ ხელმძღვანელი იყო. აღსანიშნავია, რომ სულეიმანი ახლო აღმოსავლეთში ირანის სამხედრო პოზიციების გაძლიერებასა და ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმებში მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები