ახალქალაქის რამდენიმე სოფელს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება
12 იანვარს მომხდარი ავარიის გამო, რა დროსაც ოპელის მარკის ავტომობილი გაზმომარაგების ცენტრალურ მილს შეეჯახა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის რვა სოფელს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.
შემთხვევა სოფელ ბარალეთში მოხდა.
როგორც “რეგიონული კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მართვის მოწმობის არ მქონე მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ამოტრიალდა და გაზის ცენტრალური მილი დააზიანა, რის გამოც 1000 ლარის ოდენობის ჯარიმა შეეფარდა.
“გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც სამართალდარღვევას გულისხმობს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა“,- განუცხადეს შსს-ში “რეგიონულ კვირას“.