ირაკლი კობახიძე: გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესი აუცილებლად გამჭვირვალე იქნება
გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტი ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც საერთო ინტერესებს ყველაზე მეტად მიესადაგება.
“ჩვენ გვახსოვს, როგორი იყო პროკურატურა თავის დროზე, ესეც ჩავაბარეთ წარსულს, 2012 წელს. გვარამიას პროკურატურა საქართველოში აღარასდროს დაბრუნდება. გვარამიას და ადეიშვილის პროკურატურა არის მიკერძოებული და დაუბალანსებელი პროკურატურა, რომელიც გამოიყენებოდა როგორც ერთ-ერთი მთავარი რეპრესიული ინსტრუმენტი “ნაცმოძრაობის” მიერ. პროცესი იქნება აუცილებლად გამჭვირვალე და საბოლოო ჯამში, პარლამენტი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება საერთო ინტერესს,“ – განაცხადა კობახიძემ.