პროკურორი: უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ სოსელიასა და კუპრეიშვილს გაუფორმდებათ თუ არა საპროცესო შეთანხმება

პროკურორის, გიორგი მუკბანიანის განცხადებით, 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ პირებს, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილს, გაუფორმდებათ თუ არა საპროცესო შეთანხმება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

მისივე თქმით, 20-21 ივნისის საქმეზე დღეს სამი პოლიციელი, მათ შორის ერთ-ერთი დაზარალებული დაიკითხა.

“20-21 ივნისის საქმეზე დღეს სამი პოლიციელი, მათ შორის ერთ-ერთი დაზარალებული დაიკითხა. ვიდეო ჩანაწერებში ჩანს, რომ დღეს დაკითხული სამართალდამცავები 20 ივნისს განვითარებული მოვლენებისას ბრალდებულების სიახლოვეს იმყოფებოდნენ, შესაბამისად, მათი ჩვენებები იმ გარემოებებს გადმოსცემს, რაშიც დაკავებულებს ბრალი ედებათ. აღნიშნული ჩანაწერების დათვალიერების შემდგომ როგორც დაზარალებულები, ისე მოწმეები, რომლებიც დაიკითხნენ სხდომაზე, ასახული არიან ჩანაწერში. შესაბამისად, მათი ჩვენებები არის მნიშვნელოვანი. იქ იყო ქაოსური მდგომარეობა, ჩვენთვის ცნობილია არსებული კადრებიდან რაც ვიხილეთ ტელევიზიისა და სხვადასხვა საშუალებებით. იმ ვითარებაში შეუძლებელი იყო რაიმე კონკრეტული პირის დამახსოვრება, შესაბამისად, ის პირები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ძალადობრივ მოქმედებაში წარმოდგენილი არიან ბრალდებულების სახით“, – განაცხადა გიორგი მუკბანიანმა.

20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებულ ბესიკ თამლიანს, ზურაბ ბუდაღაშვილს, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები