ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო ქართულ ავიაკომპანიებს ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენების რეკომენდაციას არ აძლევს

ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო (EASA) ევროკავშირის საავიაციო უშიშროების რისკების შეფასების ინტეგრირებული ჯგუფის მიერ, მათ ხელთ არსებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე, ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეში ფრენები შეფასდა, როგორც მაღალი რისკის შემცველი და ევროპულ ავიაკომპანიებზე გაიცა რეკომენდაცია თავი შეიკავონ აღნიშნული საჰაერო სივრცის გამოყენებისგან.

მანამდე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს უკვე მოუწოდა, რომ მათ თავი შეიკავონ ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან.

“საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებსა და საავიაციო ხელისუფლებებს შორის მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა და მიმდინარე რისკების შეფასება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მგზავრთა და ფრენების უსაფრთხოება“,- ნათქვამია EASA-ს რეკომენდაციაში.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, კიდევ ერთხელ უსამძიმრებს ავიაკომპანია „Ukraine International Airlines”-ის (UIA) კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს”, -აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საიტზე განთავსებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები