კოსტავას ქუჩაზე მაღაზია „აისაფორთი“ გაქურდეს
თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მაღაზია „აისაფორთი“ გაქურდეს, ჩამსხვრეულია მაღაზიის შესასვლელი კარები, ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.