სასულიერო პირი, რომელსაც ყოფილი მეუღლე ადანაშაულებს, თავს დამნაშავედ არ ცნობს

სასულიერო პირი, ლაშა ჩიქოვანი, რომელსაც ყოფილი მეუღლე ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარაში ადანაშაულებს, თავს დამნაშავედ არ ცნობს. აღნიშნულის შესახებ მან სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ბრალდების მხარის განმარტებით, ლაშა ჩიქოვანმა 2019 წლის 15 ნოემბერს, ნინო ჩიქოვანს სატელეფონო საუბრისას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ამასთან, პროკურორის განმარტებით, 2020 წლის 3 იანვარს, სატელეფონო მიმოწერისას, ლაშა ჩიქოვანი ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

პროკურატურა სასულიერო პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 3000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

ლაშა ჩიქოვანს ნინო ჩიქოვანის (გორგოშიძის) მიმართ განხორციელებული შესაძლო მუქარის ფაქტზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ცნობისთვის, ნინო ჩიქოვანმა(გორგოშიძემ) 5 იანვარს სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის თავის ყოფილ მეუღლეს, სასულიერო პირს, რომელიც სვანეთის უბანში წმინდა მოწამე არჩილისა და ლუარსაბის ტაძარში მსახურობს, ძალადობაში ადანაშაულებს. ამასთან, სასულიერო პირის ყოფილი მეუღლე აცხადებდა, რომ ის ქორწინების დღიდან ძალადობის მსხვერპლი იყო როგორც მეუღლის, ასევე მისი მამამთილის მხრიდანაც, რომელიც ასევე სასულიერო პირია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები